"

თბილისის ცენტრალური აგრომარკეტი

თბილისის ცენტალურ ნაწილში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი სავაჭრო ცენტრი, თბილისის ცენტრალური აგრარული მარკეტი

სავაჭრო ცენტრის ძირითად ფუნქციას, წარმოადგენდა და წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით საცალო და საბითუმო ვაჭრობა.

ობიექტი განთავსებულია 13 917 კვ.მ. მიწის ფართობზე. შენობის საერთო ფართი, შეადგენს 19 500 კვ.მ. საიდანაც 9 600 კვ.მ. უჭირავს საკუთრივ ბაზარს, 12 600 კვ.მ. ავტოსადგომს, ხოლო დარჩენილი ფართი, უჭირავს სხვადასხვა დამხმარე სათავსოებს.