"

რესტორანი ქალაქური

დედაქალაქის  ცენტრში, ისტორიულ ნაწილში, ბიზნეს ჯგუფის მფლობელობაში არსებულ რესტორან „ქალაქურს“ ჩაუტარდება რეკონსტრუქცია და შემდგომში იგი წარმოგვიდგება როგორც ერთერთი უნიკალური სასტუმრო. რეკონსტრუქციის ფარგლებში, უცხოელი არქიტექტორი ადგილობრივ ხელოვნებათმცოდნეებთან ერთად მუშაობს, რათა  მოხდეს  ნაგებობის იერსახის იმგვარად შეცვლა, რომ ის  მაქსიმალურად მიესადაგებოდეს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ არქიტექტურას და არ არღვევდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიახლოვეს, მშენებლობებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. კომპლექსის უკან მდებარე ტერიტორია, ასევე წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რომელიც ასევე კომპანიის საკუთრებაშია და მიმდინარე პროექტის ფარგლებში ჩაუტარდება რესტავრაცია, რაც მისი პირვანდელი იერსახის სრულ აღდგენას ნიშნავს. შედეგად ამ უმნიშვნელოვანეს (როგორც ისტორიული, ასევე ტურისტული თვალსაზრისით) ტერიტორიაზე, მივიღებთ სასტუმროს, რომლის  ირგვლივ იშლება ულამაზესი ხედები ანჩისხატის ტაძარზე, პრეზიდენტის სასახლეზე, რიყის ტერიტორიაზე. ასევე ანჩისხატის სანახავად მისულ ტურისტებსა თუ ადგილობრივ მოსახლეობას, მიმდებარედ დახვდებათ მოწესრიგებული ინფრასტრუქურა და შეძლებენ სრულად აღიქვან და დატკბნენ მოცემული ტერიტორიის სილამაზით, გაცოცხლებული და აღდგენილი უძველესი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებით.