"

პროექტი ცენტრალურ სადგურთან

თბილისში, ვაგზლის მოედანზე, მეტროპოლიტენის სამმართველოს წინ მდებარე, 1600 კვ.მ. ფართობის მქონე მოედანზე, სადაც დღეს მიკროავტობუსების სადგომი არის მოწყობილი, იგეგმება მრავალფუნქცური კომპლექსის მშენებლობა.

საყურადღებოა, რომ კომპლექსის არქიტექტურა, კარგად არის შეხამებული ამ ტერიტორიაზე არსებულ სხვა, ადრე აშენებულ შენობებთან.

ფუნქციონალურად, შენობის ქვედა სართულზე განთავსებული იქნება სამარშრუტო მიკროავტობუსების საგდომი (ე.წ. ბოლო გაჩერება), რომელიც დახურულ, მაგრამ ამავე დროს ვენტილირებად სივრცეში იქნება განთავსებული, რაც კომფორტს შეუქმნის მგზავრებს ცივ და ნალექიან ამინდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინის დროს.

გარდა სამარშრუტო მიკროავტობუსების სადგომისა, შენობის ოთხი სართული დაეთმობა ავტოსადგომს, სადაც შესაძლებელი იქნება დაახლოებით 125 ერთეული მსუბუქი ავტომობილის ერთდროული დგომა. ასეთი ტევადობის ავტოსადგომის არსებობა დაეხმარება ამ ტერიტორიაზე არსებული საპარკინგე მდგომარეობის გაუმჯობესებას. შენობაში განთავსებული იქნება სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტები, ხოლო მის ზედა სართულებზე იგეგმება სამ ვარსკვლავიანი სასტუმროს მოწყობა, რომელის არსებობა ასევე მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიის სარკინიგზო სადგურთან უშუალო სიახლოვის გამო.

არსებული პროექტის იერსახეზე მუშაობს მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორებს შორის დასახელებული ქართველი არქიტექტორი გიორგი ხმალაძე.