ჯეოფიში
,,ჯეოფიშ კომპანი“ (ქარხანა ,,ჯეოფიშ ფექტორი“)
წარმოადგენს თევზჭერის ლიცენზიის მფლობელ კომპანიას. კომპანიის მიერ 2010-2011 წლებში აშენდა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა (,,ჯეოფიშ ფექტორი), რომელიც აღჭურვილია ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით. სულ ქარხნის მშენებლობის დროს განხორციელდა 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ინვესტიცია. 2014 წელს ქარხანა გარემონტდა და მას დაემატა ახალი სიმძლავრეები (წარმოების მოცულობა დღე–ღამეში შეადგენს 600 ტონას). ქარხნის რეკონსტრუქციისთვის განხორციელებული დამატებითი ინვესტიციის ოდენობა 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) აშშ დოლარს აღემატება.