"

ჯგუფის პარტნიორი კომპანიები

  • კაუკასუს ონლაინი http://co.ge/

    "კაუკასუს ონლაინი" ლიდერი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა საქართველოში. კომპანია ბაზარზე 1998 წელს "კავკასუს ნეთვორქის" სახელით გამოჩნდა, როგორც ერთ-ერთი პირველი ინტერნეტ პროვაიდერი. მოგვიანებით, 2006 წელს "კავკასუს ნეთვორქთან" ორი ძირითადი ინტერნეტ პროვაიდერის - "ჯორჯია ონლაინისა" და "სანეტის" გაერთიანებით სატელეკომუნიკაციო ბაზარზე გაჩნდა ახალი კომპანია – "კავკასუს ონლაინი".

    კაუკასუს ონლაინი http://co.ge/

     "კაუკასუს ონლაინი" ლიდერი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა საქართველოში. კომპანია ბაზარზე 1998 წელს "კავკასუს ნეთვორქის" სახელით გამოჩნდა, როგორც ერთ-ერთი პირველი ინტერნეტ პროვაიდერი. მოგვიანებით, 2006 წელს "კავკასუს ნეთვორქთან" ორი ძირითადი ინტერნეტ პროვაიდერის - "ჯორჯია ონლაინისა" და "სანეტის" გაერთიანებით სატელეკომუნიკაციო ბაზარზე გაჩნდა ახალი კომპანია – "კავკასუს ონლაინი".

    2008 წლიდან კომპანიას შეუერთდა "ტელენეტი", უკაბელო ინტერნეტის ძირითადი პროვაიდერი საქართველოში, რის შემდეგაც კავკასუს ონლაინის პორტფელი კიდევ რამდენიმე პროდუქტით გაიზარდა.

    2008 წლიდან "კავკასუს ონლაინი" ვარნა – ფოთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მფლობელია. კაბელი შავი ზღვის ფსკერზეა განთავსებული და მომხმარებლისათვის მაღალხარისხიანი ოპტიკური ინტერნეტის პირდაპირ ევროპიდან მიწოდებას უზრუნველყოფს.

     

  • საქართველოს ეროვნული ლატარია https://lotto.ge/news

    საქართველოს ეროვნული ლატარია სავაჭრო ნიშნით Lotto.ge ოპერირებას იწყებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მონიჭებული ლიცენზიის თანახმად,  საქართველოში ეროვნული ლატარიის მართვას ახალი კომპანია შპს ,,ჯი ენ ელი’’ ათი წლის ვადით, 2027 წლამდე განახორციელებს.

    საქართველოს ეროვნული ლატარია https://lotto.ge/news

    საქართველოს ეროვნული ლატარია სავაჭრო ნიშნით Lotto.ge ოპერირებას იწყებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მონიჭებული ლიცენზიის თანახმად,  საქართველოში ეროვნული ლატარიის მართვას ახალი კომპანია შპს ,,ჯი ენ ელი’’ ათი წლის ვადით, 2027 წლამდე განახორციელებს. 

    საქართველოს ეროვნული ლატარიის პროდუქტების ბილეთები გამოირჩევა დაცულობითა და უსაფრთხოების მაღალი ხარისხით.  მომენტალური ლატარიის ბილეთების მომწოდებელი გახლავთ ლატარიის ბილეთების მწარმოებელი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ,,Scientific Games International’’, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 40-ზე მეტ ლატარიის ოპერატორთან თანამშრომლობს.  აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობა წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ლატარიის ნიშნებისა და ნომრების წინასწარ ამოცნობა და გაყალბება არის შეუძლებელი. ლატარიის გათამაშებების პროცესში ევროპელ პარტნიორების ხელშეწყობით დანერგილია კონტროლისა და აღრიცხვის თანამედროვე სისტემა.

    საქართველოს ეროვნული ლატარია გახლავთ სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, ლატარიის ბილეთის შეძენისას მომხმარებელი თავად ხდება  სხვადსხვა სოციალური აქციის მონაწილე და საკუთარი წვლილი შეაქვს სოციალური პროექტების განხორციელებაში.

    საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანიის მიზანია საქართველოში ლატარია გახადოს სოციალური პროექტი და საზოგადოებაში დაამკვიდროს ლოტოს თამაშის ტრადიცია, როგორც ეს ხდება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში.

    საქართველოს ეროვნული ლატარაია წარმოდგენილი პროდუქტების გარდა მომხმარებელს უახლოესს მოამავალში სხვა მრავალ სიახლესაც შესთავაზებს, მათ შორის ეროვნული ლატარიის ვებ-გვერდის www.lotto.ge -ს საშუალებით ლატარიის ბილეთების შეძენასა და ასევე, ინოვაციურ  ელექტრონულ მომანტალურ ლატარიებს.

    ტირაჟიანი და მომანეტალური ლატარიის  გაყიდვები მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო 2018 წლის 17 მარტს, ხოლო ტირაჟიანი ლატარიის პირველი გათამაშება გაიმართება 20 მარტს, სამშაბათს, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, 9 საათიანი კურიერის დაწყებამდე, 20:45 სთ-ზე.

    საწყის ეტაპზე საქართველოს ეროვნული ლატარია წარმოდგენილი იქნება ყველასთვის ნაცნობი პროდუქტით ტირაჟიანი ლოტოს 6/36-ის სახით. პირველივე გათამაშებისას Lotto.ge-ს  საპრიზო კატეგორია   - ჯეკპოტი - 500 000 ლარი იქნება. ტირაჟიანი ლატარიის გათამაშება გაიმართება რუთავი2-ის პირდაპირ ეთერში სამშაბათსა და პარასკევს, 9 საათიანი კურიერის დაწყებამდე, 20:45 სთ-ზე. ლატარია 6/36-ის ბილეთის ღირებულება  ორი ლარი იქნება.

    ტირაჟიანი ლატარიის გარდა, საქართველოს ეროვნული ლატარია საზოგადოებას ასევე შესთავაზებს მომენატალური ლატარიის ე.წ. გადასაფხეკი ბართების სამ თამაშს: ,,ოქროს საწმისს’’, ,,შვიდიანსა’’ და ,,ფარაონს’’, მაქსიმალური მოგებით 20 000 და 50 000 ლარი.  გადასაფხეკი ბარათების ღირებულება  ორი და სამი ლარია. სამივე მომენტალური გათამაშების საპრიზო ფონდი უპრეცედენტოა და შეადგენს 16 570 000 ლარს.

    მაღალი საპრიზო ფონდით და საინტერესო თამაშების სტრუქტურით ახალი კომპანია ეროვნული ლატარიის მომხმარებლებისთვის ზრდის მოგების შანსი, ხოლო თამაშის მსველელობა იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე,  გათამაშებებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ეროვნული ლატარიის ვეგ-გვერდზე ,,www. Lotto.ge’’ და კომპანიის სოციალურ გვერდზე -  facebook/Lotto.ge.საქართველოს ეროვნული ლატარია.

    საქართველოს ეროვნული ლატარიის მომენტალური გათამაშების ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით 1000 -ზე მეტ გაყიდვების წერტილებში, ხოლო ტირაჟიანი ლატარია გაიყიდება გაყიდვების 300 ადგილას, საქართველოს ფოსტის ჯიხურებში,  ლატარიის სერვის ცენტრებსა და დიდ სავაჭრო ობიექტებში.

     

  • კავკასიის საკაბელო სისტემა http://blackseacable.com/

    Caucasus Cable System Bulgaria გახლავთ კაუკასუს ონლაინის პარტნიორი კომპანია

    კავკასიის საკაბელო სისტემა http://blackseacable.com/

    Caucasus Cable System Bulgaria გახლავთ კაუკასუს ონლაინის პარტნიორი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ცენტრალური ევროპიდან შავი ზღვის კაბელამდე   ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით მაღალი ხარისხის ინტერნეტის მოწოდებას.

     

  • თბილისი ენერჯი http://gas.ge/

    თბილისი ენერჯი

                   კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეც.მართვის რეჟიმი  2019 წლის 3 მაისს გაუქმდა და კომპანიის მენეჯმენტის გადმობარება ქართულმა ბიზნესჯგუფმა დაიწყო, რომელმაც  თბილისის უმსხვილესი გაზგამანაწილებელი კომპანიის აქციების 100 % შეიძინა.

    თბილისი ენერჯი http://gas.ge/

    კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეც.მართვის რეჟიმი  2019 წლის 3 მაისს გაუქმდა და კომპანიის მენეჯმენტის გადმობარება ქართულმა ბიზნესჯგუფმა დაიწყო, რომელმაც  თბილისის უმსხვილესი გაზგამანაწილებელი კომპანიის აქციების 100 % შეიძინა.  მიმდინარეობს კომპანიის რებრენდიგი რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, რაც სახელის ცვლილების გარდა გულისხმობს ბრენდი ლოგოს, ფერის და აიდენტიკის სხვა ელემენტების სრულად განახლებას. გაზგამანაწილებელი კომპანია  დედაქალაქის მაცხოვრებლებს „თბილისი ენერჯის“ სახელით მოემსახურება. მოცემული მომენტისთვის გაზგამანაწილებელი კომპანიის აბონენტთა რაოდენობა 500 000 ს აღწევს. “თბილისი ენერჯი“ -სთვის პრიორიტეტია დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არ განახლებულა, გაზგამანაწილებელი კომპანიის ბიზნესგეგმით ქსელის რეაბილიტაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში  და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში, რაც ასევე გაუმარტივებს აბონენტებს კომპანიასთან ურთიერთობას ყოველწლიურად საშუალოდ 30 მილიონიანი ინვესტიცია იგეგმება.

     

                     „თბილისი ენერჯი“ წარმოადგენს ქართულ ბიზნეს ჯგუფს, რომლისთვისაც პრიორიტეტი თითოეული მომხმარებელია.

     

                       მუდმივი ენერგია თქვენი სახლისთვის! „თბილისი ენერჯი“ თქვენს სამსახურშია.

     

  • ფიდსი https://www.feedc.com/

    ფიდსი  არის საქართველოში დაფუძნებული სოციალური ქსელი.

    ფიდსი https://www.feedc.com/

    ფიდსი  არის საქართველოში დაფუძნებული სოციალური ქსელი. ფიდსი მუშაობს ლოკაციაზე დამყარებული სოციალური ქსელის შექმნაზე. ფიდსი ხელმისაწვდომია აპლიკაციის სახით  აიოსი და ანდროიდი მოწყობილობებზე მსოფლიოს გარშემო.